ავტორები English 4 Русский *
1.  არყი
2.  კუნელი
3.  დიდგულა
4.  კაკალი
5.  მუხა
6.  მაყვალი
7.  მარწყვი
8.  ლეღვი
9.  ჭინჭარი
10. ხბოშუბლა
11. წყავი
12. ცაცხვი
13. ღვია
14. თავკომბალა
15. ქაცვი
16. ბაბუაწვერა
17. შავი მურყანი
18. ფითრი
19. მრავალძარღვა
20. აბზინდა
21. ცირცელი
22. ფიჭვი
23. მატიტელა
24. ფშნის ეკალი
25. უნაბი
26. კამა
27. შვიტა
28. ხურმა
29. ვარდკაჭაჭა
30. ბეგქონდარა
31. ორკბილა
32. მოცვი
33. ქრისტესისხლა
34. ასკილი
35. ღოლო

 აღწერილობა: არყისებრთა ოჯახის 20 მ-მდე სიმაღლის ხეა. იმერეთში გვხვდება ორი სახის - მეჭეჭიანი და ბუსუსიანი.

ლათინური დასახელება: Betula.

გავრცელება: მაღალ მთიანეთის ტყეებში.

სამკურნალო ნედლეული: ძირითად სამკურნალო ნედლეულს წარმოადგენს არყის ხის კვირტები და ფოთლები.

ქიმიური შემადგენლობა: არყის ფოთლები შეიცავს ეთერზეთს, საპონინებს, C-ვიტამინს. კვირტები შეიცავს ეთეროვან ზეთებს, რომელიც წარმოადგენს ყვითელ სითხეს სასიამოვნო ბალზამური სუნით.

გამოყენება: ნედლეულს გააჩნია ძლიერი ბაქტერიოციდური, ანტისეპტიკური, ნაღველმდენი და შარდმდენი მოქმედება, ხალხში არყის ფოთლებს იყენებენ აბაზანებისათვის რადიკულიტისა და რევმატიზმის დროს, თმის ზრდის დასაჩქარებლად ფოთლების ნახარშით იბანენ თავს. დადგენილია არყის ახალი ფოთლების ანთების საწინააღმდეგო მოქმედება სიყვითლის და თირკმლების კოლიტისას. ფოთლების გამონახარშს იყენებენ გულსისხლძარღვთა დაავადებით გამოწვეული შეშუპებისას.

არყის მერქნის აქტივირებულ ნახშირს ხმარობენ როგორც აბსორბენტ საშუალებას მუცლის შებერვისას და სხვადასხვა მოწამვლებისას. არყის ხის წვენი საუკეთესო ვიტამინური საშუალებაა. ადამიანები, რომლებიც მუდმივად მოიხმარენ წვენს, არ უჩივიან მარილების დაგროვებასა და ქოლესტერინს.

არყის ხის სოკოს იყენებენ კუჭნაწლავის დაავადებების დროს ნაყენების და ექსტრაქტების სახით, აგრეთვე ავთვისებიანი ახალწარმონაქმნებისას.

 

 

 

 

© საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქუთაისის სამეცნიერო ცენტრი. 2003.