აღწერილობა:
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, რომელიც აღწევს 80-დან 150
სმ-მდე სიმაღლეს, მისი ფესვები სქელი, ჰორიზონტალურია, ფესვების ყელთან
წამოსული ღერო დატოტვილია, ფოთლები კენტფრთათული აქვს, ფოთლის ყუნწის ფუძესთან
შუბისებრი თანაფოთლების. ფოთოლი 5-10 წყვილ ფოთოლაკს შეიცავს. ყვავილები ღია
მოცისფრო ან ღია მოიისფრო, ზოგჯერ თეთრია, შეკრებილია მტევნებად ფოთლების
იღლიებში. ღეროები გლუვი, პრიალაა და გამოდიან გრძელი მხოხავი ფესურებიდან.
ლათინური დასახელება: Senecio.
გავრცელება: ხარობს მაღალტყიან სარტყელში სუბალპურ მდელოებამდე, ტყის
მდელოებზე, ბუჩქნარებში, წიფელას გამეჩხერებული ტყის ნაპირებზე.
სამკურნალო ნედლეული: სამკურნალო ნედლეულად იყენებენ ფესვებსა და ფოთლებს,
ამზადებენ შემოდგომაზე, ფესვები საჭიროა ჩქარა გაირეცხოს და გაშრეს ჰაერზე.
ქიმიური შემადგენლობა: ხბოშუბლას მცენარე შეიცავს სხვადასხვა ალკალოიდს.
გამოყენება: ხბოშუბლის ფესვების გამონახარშს იყენებენ კუჭისა და ნაწლავების
მწვავე სპაზმების, გაზების დაგროვების, კუჭის წყლულოვანი ან თორმეტგოჯა
ნაწლავის დაავადებების გართულებების დროს, ბრონქიალური ასთმისა და სტენოკარდიის
დროს.
|