ავტორები English 3 4 Русский *
1.  არყი
2.  კუნელი
3.  დიდგულა
4.  კაკალი
5.  მუხა
6.  მაყვალი
7.  მარწყვი
8.  ლეღვი
9.  ჭინჭარი
10. ხბოშუბლა
11. წყავი
12. ცაცხვი
13. ღვია
14. თავკომბალა
15. ქაცვი
16. ბაბუაწვერა
17. შავი მურყანი
18. ფითრი
19. მრავალძარღვა
20. აბზინდა
21. ცირცელი
22. ფიჭვი
23. მატიტელა
24. ფშნის ეკალი
25. უნაბი
26. კამა
27. შვიტა
28. ხურმა
29. ვარდკაჭაჭა
30. ბეგქონდარა
31. ორკბილა
32. მოცვი
33. ქრისტესისხლა
34. ასკილი
35. ღოლო

აღწერილობა: ფოთოლმცვენი 35-მდე სიმაღლის ხეა. ხის ვარჯი დიამეტრით აღწევს 2 მ-მდე, თხელი, მსკდომარე ქერქით. ფოთლები მორიგეობითია, გრძელყუნწიანი, დაკბილული, ზედა მხრიდან მწვანე, შიშველი, ქვედა მხრიდან-ნაცარა, ხშირად შებუსული, ყვავილები მოყვითალო-თეთრია, არომატული, შეკრებილია 3-15 ფარისებრ ნახევარქოლგა ყვავილედში.

ლათინური დასახელება: Tilia caucasica.

გავრცველება: გავრცელებულია ყველგან წიწვოვანი ტყეების ზონამდე.

სამკურნალო ნედლეული: ცაცხვის ყვავილები

ქიმიური შემადგენლობა: ეთერზეთები, გლიკოზიდები, მთრიმლავი ნივთიერებები და ლორწო. არომატის მატარებლად ითვლება ფარნეზოლის სპირტი. გარდა ამისა ცაცხვის შემადგენლობაში შედის კაროტინი და C-ვიტამინი.

გამოყენება: ცაცხვის ყვავილი გამოიყენება ოჯახური ოფლმდენ საშუალებად ცხელი სასმელის სახით, რომელიც მზადდება როგოშრც ჩაი, ხმარობენ აგრეთვე ნაყენს პირში და ხახაში ამოსავლებად, საფენებისათვის და სხვა მიზნით.



 

 

 

© საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქუთაისის სამეცნიერო ცენტრი. 2003.