|
|
|
|||||
|
|
|
|||||
|
ნაყოფი წვნიანი, პრიალა, ნარინჯისფერი, ყვითელი ან მოწითალოა, სფეროსებრი ფორმის, ზიან ძალიან მოკლე ნაყოფსამაგრზე, რომელიც სქლად ერთხმის ტოტს. ლათინური დასახელება: Hippophae rhamnoides. გავრცელება: ქაცვი იზრდება მდინარის ნაპირებზე, მთის ფერდობებზე, ტენიან ადგილებში, სადაც ხშირად ქმნის ძნელადმისადგომ აღმონაცენს. განსაკუთრებით ფართოდაა გავრცელებული ქაცვის მდინარეების რიონისა და ცხენისწყლის ხეობებში, სადაც შესაძლებელია მისი მასიურად დამზადება. სამკურნალო ნედლეული: ნაყოფი, ფოთლები, ნორჩი ყლორტები. ქიმიური შემადგენლობა: ნაყოფები საჭმელად ვარგისია, მომჟავო, მდიდარი ვიტამინებით ანანასის სუნით. შეიცავს 3,5%-მდე შაქარს, 2,6% მჟავებს, 8% ცხიმოვან ზეთებს 300-450 მგ.% C-ვიტამინს, კაროტინს, B1, B2, BC (ფოთლის მჟავა) და E ვიტამინებს. ნაყოფში შემავალი ზეთი მიდის ჭრილობის შემხორცებელი წამლების დასამზადებლად.
გამოყენება: ხალხურ მედიცინაში ქაცვის ნაყოფებს იყენებენ როგორც ტკივილგამაყუჩებელ, კუჭის სამკურნალო და სურავანდის საწინააღმდეგო საშუალებას. გამოიყენება აგრეთვე ქაცვის ფოთლებიც. ისინი შეიცავს 230-260 მგ.% C-ვიტამინს და 10%-მდე მთრიმლავ ნივთიერებებს. ნორჩი ყლორტებისა და ფოთლებისაგან იღებენ შავ, ხოლო ნაყოფებიდან – ყვითელ საღებავებს.
| ||||||
|
© საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქუთაისის სამეცნიერო ცენტრი. 2003. |