ავტორები English 3 4 Русский *
1.  არყი
2.  კუნელი
3.  დიდგულა
4.  კაკალი
5.  მუხა
6.  მაყვალი
7.  მარწყვი
8.  ლეღვი
9.  ჭინჭარი
10. ხბოშუბლა
11. წყავი
12. ცაცხვი
13. ღვია
14. თავკომბალა
15. ქაცვი
16. ბაბუაწვერა
17. შავი მურყანი
18. ფითრი
19. მრავალძარღვა
20. აბზინდა
21. ცირცელი
22. ფიჭვი
23. მატიტელა
24. ფშნის ეკალი
25. უნაბი
26. კამა
27. შვიტა
28. ხურმა
29. ვარდკაჭაჭა
30. ბეგქონდარა
31. ორკბილა
32. მოცვი
33. ქრისტესისხლა
34. ასკილი
35. ღოლო

აღწერილობა: მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან, სიმაღლით 5-50 სმ, კარგად განვითარებული მთავარი ფესვით. სიგრძით 60 სმ-მდე, დიამეტრით 2 სმ-მდე. სხვადასხვა ფორმისა და ზომის ფოთლები როზეტადაა შეკრებილი, ისინი ხშირად ლანცეტისებრია, სიგრძით 15-25 სმ, სიგანით 1,5-5 სმ. ყვავილები ყვითელია, ენისებრი, ორსქესა, შეკრებილი ცალკე ყვავილედებად, ნაყოფი თესლურია, ფრენია.

ლათინური დასახელება: Taraxacum officinale.

გავრცელება: ბაბუაწვერა იმერეთში გავრცელებულია ყველგან შუა მთიან სარტყელამდე. შესაძლებელია სამრეწველო მასშტაბით დამზადება

სამკურნალო ნედლეული: ახალი ფოთლები და ფესვები.

ქიმიური შემადგენლობა: მცენარის ფოთლებსა და ფესვებში აღმოჩენილია ინსულინი, მთრიმლავი ნივთიერებები, ასკორბინის მჟავა, კაუჩუკი, ცვილი, რკინა, კალციუმი, ფოსფორი, ფისები და სხვა.

გამოყენება: ბაბუაწვერა ფართოდ გამოიყენება ხალხურ მედიცინაში ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის კენჭოვანი დაავადებების, სიყვითლისას და გასტრიტების დროს. ნედლი ფოთლებისაგან მომზადებულ სალათას ხმარობენ როგორც შარდმდენ, ამოსახველებელ, სისხლისგამწმენდ, ნაღველმდენ და საფაღარათო საშუალებას. ბაბუაწვერის წვენს სვამენ ღვიძლის, შარდის ბუშტის დაავადებებისა და სიყვითლის დროს. ნედლი ფოთლები და წვენი გამოიყენება ათეროსკლეროზის, ანემიის და კანის დაავადებებისას.

 


 

 

© საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქუთაისის სამეცნიერო ცენტრი. 2003.