|
|
|
|||||
|
|
|
|||||
|
ერთლებნიანი მამრობითი მძივები – ჩამოკიდებულია ტოტებზე 3-5 რაოდენობით, ყვავილობისას იზრდება 8-10 სმ სიგრძისანი. მდედრობითი მძივები მოკლე და ოვალურებია, სიგრძით 1,5-2 სმ, გირჩისებრია. კვირტები მჯდომარეა, 3-8 სმ ღერძზე. ნაყოფები – ბრტყელი, ერთთესლიანი კაკლებია. ლათინური დასახელება: Alnus incana.
სამკურნალო ნედლეული: მურყანის გირჩები ქიმიური შემადგენლობა: მურყნის გირჩები შეიცავს პიროგალის ჯგუფის მთრიმლავ ნივთიერებებს, რომელთა შედგენილობაში შედის ტანინი (2,5%-მდე) და გალის მჟავა (დაახლოებით 4%). მცენარეში არის აგრეთვე გლიკოზიდები, ორგანული მჟავები, ალკალოიდები და ფლავონოიდები. გამოყენება: მურყანის გირჩების წყლიან ნაყენს და სპირტული
გამონაწვლილს იყენებენ როგორც შემკვრელ და სისხლდენის შემაჩერებელ საშუალებას.
გამონახარში და ნაყენები ეფექტურია ენტერიტების, დისპეპსიის, დიზენტერიის,
კოლიტების, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულების დროს, მურყანის ნახარშს
იყენებენ რევმატული დაავადებების და გაცივების დროს.
| ||||||
|
© საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქუთაისის სამეცნიერო ცენტრი. 2003. |