|
|
|
|||||
|
|
|
|||||
|
ლათინური დასახელება: Viscum album. გავრცელება: იმერეთში ფითრი ხშირად გვხვდება მსხლისა და მუხის ხეებზე, ზოგჯერ რცხილასა და ჭადარზე. სამკურნალო ნედლეული: ნაყარი (ფოთლები და ტოტები) ქიმიური შემადგენლობა: ფითრის ფოთლები და ტოტები შეიცავს გუმფისს, შაქრებს, სახამებელს, ცხიმოვან ზეთებს, მწარე, მთრიმლავ და ცილოვან ნივთიერებებს, მინერალურ მარილებს და წებოვან ფისოვან ნივთიერებებს – ვისცინს. გამოყენება: ფითრიდან მიღებული პრეპარატები გამოიყენება ჰიპერტონული დაავადებების, გულის ასთმის, ათეროსკლეროზის, თავის ტკივილების, ნეფრიტის დროს, როგორც სისხლშემადედებელი საშუალება ცხვირიდან, ფილტვებიდან, საშვილოსნოდან და გემორალური სისხლდენისას. ფითრის დამზადება შესაძლებელია გვიან შემოდგომით, მაგრამ სამკურნალო თვისებების შენარჩუნების მიზნით უკეთეს დროს წარმოადგენს თებერვალ-მარტი.
| ||||||
|
© საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქუთაისის სამეცნიერო ცენტრი. 2003. |