|
|
|
|||||
|
|
|
|||||
|
ნაყოფი კვერცხისებრი მრავალთესლიანი კოლოფია, წვრილი წახნაგოვანი თესლით. ლათინური დასახელება: Plantago major. გავრცელება: იმერეთში გავრცელებულია ყველგან, კოლხეთის დაბლობიდან დაწყებული სუბალპურ მდელოების ჩათვლით. ნედლეულის რესურსები მნიშვნელოვანია. სამკურნალო ნედლეული: სამკურნალო ნედლეულს წარმოადგენს ფოთლები და ფესვები. ქიმიური შემადგენლობა: მრავალძარღვას ფოთლები და ფესვები შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, ვიტამინებს, ფიტოანციდებს. გამოყენება: ხალხურ მედიცინაში მრავალძარღვას ფართოდ იყენებენ კუჭისა და
ნაწლავების დაავადებებისას, კოლიტების დროს, საჭმლის მონელების სისტემის
ქრონიკული დარღვევებისას, წარმატებით გამოიყენება ნედლი და გამხმარი ფოთლები
ფურუნკულების, განგრონოზული წყლულების სამკურნალოდ და კომპრესების სახით.
ქრონიკული ფაღარათისა და კუჭის კატარის დროს იყენებენ მრავალძარღვას დაფქვილ
თესლს. | ||||||
|
© საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქუთაისის სამეცნიერო ცენტრი. 2003. |