ავტორები English 3 4 Русский *
1.  არყი
2.  კუნელი
3.  დიდგულა
4.  კაკალი
5.  მუხა
6.  მაყვალი
7.  მარწყვი
8.  ლეღვი
9.  ჭინჭარი
10. ხბოშუბლა
11. წყავი
12. ცაცხვი
13. ღვია
14. თავკომბალა
15. ქაცვი
16. ბაბუაწვერა
17. შავი მურყანი
18. ფითრი
19. მრავალძარღვა
20. აბზინდა
21. ცირცელი
22. ფიჭვი
23. მატიტელა
24. ფშნის ეკალი
25. უნაბი
26. კამა
27. შვიტა
28. ხურმა
29. ვარდკაჭაჭა
30. ბეგქონდარა
31. ორკბილა
32. მოცვი
33. ქრისტესისხლა
34. ასკილი
35. ღოლო

აღწერილობა: იმერეთში ხარობს კუნელის სამი სახე: ხუთსვეტოვანი, დახრილსვეტოვანი და წვრილფოთლოვანი, ყველა მათგანს გააჩნია სამკურნალო მნიშვნელობა. ყველა სახის კუნელის ნაყოფი არის სფეროსებრი, წითელი ან შავი, მუქი-წითელი რბილობით და 3-5-მდე კურკით, ყვავილები თეთრი, ხუთფურვლოვანია. ბუჩქი სიმაღლით აღწევს 2-3 მ-ს.

ლათინური დასახელება: Crataegus.

გავრცელება: კუნელი ძირითადად იზრდება შუამთიან ზოლში, გამეჩხერებულ ფოთლოვან ტყეებსა და ტყის პირებში.

სამკურნალო ნედლეული: ნაყოფები, ყვავილები და ფოთლები, მათგან ამზადებენ ნაყენებს და სხვა პრეპარატებს.

ქიმიური შემადგენლობა: კუნელის ნაყოფებში აღმოჩენილია ჰოლინი, ორგანული მჟავები, კაროტინი, C-ვიტამინი და სხვა ნივთიერებები.

გამოყენება: ხალხურ და მეცნიერულ მედიცინაში კუნელის პრეპარატებს იყენებენ გულის მოქმედების ფუნქციონალური დარღვევებისას, ანგინერვოზების, მოციმციმე არითმიისა და ტაქიკარდიის დროს, კუნელი ხელს უწყობს სისხლის წნევის შემცირებას, აუმჯობესებს ძილს, ადაბლებს ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნებას.

 

 

 

© საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქუთაისის სამეცნიერო ცენტრი. 2003.