აღწერილობა: მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან,
სიმაღლით 60-100 სმ, ძალზე მწარე, სპეციფიკური არომატით. ნიადაგში ვერტიკალურად
ჩამავალი მრავალღერძა ფესვთა სისტემით, რომელთა ყელთან ამოდის დამატებითი
კვირტები, რომლებიც შემდეგ წელს ყლორტებს ამოიყრიან, ღერო სწორმდგომია.
დატოტვილი ფოთლები და ღერო მოვერცხლისფრო-ნაცრისფერია, სქლადაა დაფარული მოკლე
აბრეშუმისებრი ბუსუსებით. ყვავილები წვრილია, ყვითელი ფერის, მილისებრი,
შეკრებილია სფეროსებრ, თავდაქინდრულ კალათებად.
ლათინური დასახელება: Artemisia vulgaris.
გავრცელება: ფართე, იზრდება გზის პირებზე, საძოვებზე, ბაღებსა და
მინდვრებში.
სამკურნალო ნედლეული: ბალახი, ფოთლები, ფესვები.
ქიმიური შემადგენლობა: აბზინდას ფოთლები და ბალახი შეიცავს ეთერზეთებს,
მთრიმლავ ნივთიერებებს, ვიტამინ C-ს, კაროტინს, სხვადასხვა ფისებს.
გამოყენება: მედიცინაში გამოიყენება აბზინდას მწარე ნაყენი აპეტიტის
გასაუმჯობესებლად, სიმსივნეების დამუშავებისათვის, ბალახს, ფოთლებს და ფესვებს
ფართოდ იყენებენ ხალხურ მედიცინაში. ფოთლებისა და ბალახის ნახარშს სვამენ
ქალური დაავადებებისას, დაქვეითებული აპეტიტის და კუჭნაწლავის ტრაქტის
მოქმედების აგზნებისათვის. გარდა ამისა ფოთლებისა და ფესვებისაგან დამზადებული
ნაყენებს იყენებენ ეპილეფსიისას, ნევრასთენიისა და ნერვული დაავადებებისას,
როგორც დამამშვიდებელ და კრუნჩხვების საწინააღმდეგო საშუალებას. გამოიყენება
აბზინდას ნაყენი როგორც ჭიებდამყრელი და ციებ-ცხელების საწინააღმდეგო, აგრეთვე
ტუბერკულიოზის, სიყვითთლის, შაქრის დიაბეტის დროს. ნერვოზების შემთხვევაში
მიჩნეულია როგორც მატონიზირებელი.
|