ავტორები English 3 4 Русский *
1.  არყი
2.  კუნელი
3.  დიდგულა
4.  კაკალი
5.  მუხა
6.  მაყვალი
7.  მარწყვი
8.  ლეღვი
9.  ჭინჭარი
10. ხბოშუბლა
11. წყავი
12. ცაცხვი
13. ღვია
14. თავკომბალა
15. ქაცვი
16. ბაბუაწვერა
17. შავი მურყანი
18. ფითრი
19. მრავალძარღვა
20. აბზინდა
21. ცირცელი
22. ფიჭვი
23. მატიტელა
24. ფშნის ეკალი
25. უნაბი
26. კამა
27. შვიტა
28. ხურმა
29. ვარდკაჭაჭა
30. ბეგქონდარა
31. ორკბილა
32. მოცვი
33. ქრისტესისხლა
34. ასკილი
35. ღოლო

აღწერილობა: ხე ნაცრისფერი, გლუვი ვარჯით, ბეწვიანი ახალგაზრდა ტოტებით და კენტფრთართული ფოთოლაკიანი ფოთლებით. თეთრი ყვავილები ფარისებრ თანაყვავილედებშია შეკრებილი. ნაყოფი თითქმის ბურთივით მრგვალია, ვაშლისებრი ფორმის, წვნიანი, მკვეთრი ნარინჯისფერი-მოწითალოა.

ლათინური დასახელება: Sorbus aucuparia.

გავრცელება: ცირცელი იზრდება საშუალო მთიანიდან სუბალპურ სარტყლამდე, ტყის ნაპირებში, კავკასიური დეკას ნაყარებში, შესაძლებელია სამრეწველო დამზადება.

სამკურნალო ნედლეული: ცირცელის ნაყოფები

ქიმიური შემადგენლობა: ნაყოფები შეიცავს მწარე ნივთიერებებს, შაქარს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ვიტამინებს C და A-ს (კაროტინი).

გამოყენება: ცირცელის ნაყოფი შედის მრავალი ვიტამინური ჩაის შემადგენლობაში. 100 გ გამოწურულ და დაქუცმაცებულ ნაყოფების გამონაწნეხი შეიცავს 80 მგ კაროტინს (ადამიანისათვის დღიური დოზა შეადგენს 3 მგ-ს). ცირცელში კაროტინი ორჯერ უფრო მეტია, ვიდრე სტაფილოში, ხალხურ მედიცინაში ცირცელს დიდი ხანია იყენებენ შარდმდენ და საფაღარათო საშუალების სახით. გამხმარი ნაყოფების ნახარში და ნედლი ნაყოფების წვენი გამოიყენება დიზენტერიის სამკურნალოდ.





 

 

© საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქუთაისის სამეცნიერო ცენტრი. 2003.