|
|
|
|||||
|
|
|
|||||
|
ლათინური დასახელება: Pinus silvestris. გავრცელება: იმერეთში ძირითადად იზრდება საშუალო მთიან სარტყელში და მდინარეების-რიონის, ცხენისწყლის და ხანისწყლის ბასეინის ქვიან ხევებში. სამკურნალო ნედლეული: ფიჭვი იძლევა რიგ ფასოვან პროდუქტებს, რომელსაც იყენებენ მედიცინაში: გირჩებს, წიწვებს, ზეთს, ჩვეულებრივ ტერპენტინს, ფიჭვის ფისს ან კანიფოლს, სკიპიდარს, ხის ძმარს, ფიჭვის კუპრს, ეთერზეთს. ქიმიური შემადგენლობა: ფიჭვის წიწვები მდიდარია C-ვიტამინით, განსაკუთრებით ზამთარში, არის მასში კაროტინი და ფიტოანციდები. გამოყენება: ფიჭვის პრეპარატებს ფართოდ იყენებენ მედიცინაში. ფიჭვის წიწვებს ხმარობენ როგორც ამოსახველებელ საშუალებას, იყენებენ ვიტამინურ ნედლეულად, ინფექციური დაავადებების და ჭრილობების მკურნალობისათვის, წიწვების ექსტრაქტს უნიშნავენ გამამაგრებელ აბაზანებში. ფიჭვის ეთერზეთი გამოიყენება რევმატული ტკივილებისას შესაზელად და სასუნთქი გზების დაზიანების დროს ჩასასუნთქად, სკიპიდარს იყენებენ რევმატიზმების დროს და აგრეთვე ანტიპარაზიტულ საშუალებად. | ||||||
|
© საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქუთაისის სამეცნიერო ცენტრი. 2003. |