ავტორები English 3 4 Русский *
1.  არყი
2.  კუნელი
3.  დიდგულა
4.  კაკალი
5.  მუხა
6.  მაყვალი
7.  მარწყვი
8.  ლეღვი
9.  ჭინჭარი
10. ხბოშუბლა
11. წყავი
12. ცაცხვი
13. ღვია
14. თავკომბალა
15. ქაცვი
16. ბაბუაწვერა
17. შავი მურყანი
18. ფითრი
19. მრავალძარღვა
20. აბზინდა
21. ცირცელი
22. ფიჭვი
23. მატიტელა
24. ფშნის ეკალი
25. უნაბი
26. კამა
27. შვიტა
28. ხურმა
29. ვარდკაჭაჭა
30. ბეგქონდარა
31. ორკბილა
32. მოცვი
33. ქრისტესისხლა
34. ასკილი
35. ღოლო

აღწერილობა: ერთწლიანი პატარა მცენარეა წვრილი ფესვებითა და დატოტვილი, მიწაზე გართხმული ღეროთი, ღერო მრავალმუხლიანია, მოთეთროა, სიფრიფანა, განკვეთილი ფოთლები მორიგეობითაა, პატარა, მთლიანკიდიანი ოვალური ბლაგვი წვერით, ყვავილები წვრილია, შეუმჩნეველი, სხედან ფოთლების უბეებში და არ ქმნიან ყვავილედებს. ნაყოფი მუქი-ნაცრისფერი კაკლურაა და მოთავსებულია ყვავილსაფარში.

ლათინური დასახელება: Polygonum aviculare.

გავრცელება: გავრცელებულია მინდვრებზე, ნაგვის ადგილებში, გზის და ყანის პირებში ყველგან

სამკურნალო ნედლეული: მიწისზედა ნაწილი

ქიმიური შემადგენლობა: მატიტელას ფოთლები შეიცავს კაროტინს, C და K ვიტამინებს, გლუკოზიდ ავიკულიარინს და მთრიმლავ ნივთიერებებს, კრემნის მჟავის ნაერთებს.

გამოყენება: იყენებენ შარდმდენი გზების ქრონიკული დაავადებების დროს, თირკმლების ფილტრაციის ფუნქციის შესუსტებისას და შარდში დიდი რაოდენობით მინერალური მარილების წარმოქმნისას. მცენარის პრეპარატს უნიშნავენ შარდის მჟავე დიათეზისას და კანის რიგი დაავადებებისას (ფურუნკულები, დერმატიტები). მცენარეს იყენებენ ღვიძლის ფუნქციონალური უკმარისობისას და ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის შედეგად დაგროვილი ტოქსიკური პროდუქტების დაგროვებასთან დაკავშირებული დაავადებების დროს – რადგანაც მატიტელას გააჩნია ანტიტოქსიკური თვისებები, ბალახის ნაყენები და ნახარში გამოიყენება საშვილოსნოდან ატონიით გამოწვეული და ნაწლავური და გემოროიდალური სისხლდენებისას.

 

 

© საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქუთაისის სამეცნიერო ცენტრი. 2003.