ავტორები English 3 4 Русский *
1.  არყი
2.  კუნელი
3.  დიდგულა
4.  კაკალი
5.  მუხა
6.  მაყვალი
7.  მარწყვი
8.  ლეღვი
9.  ჭინჭარი
10. ხბოშუბლა
11. წყავი
12. ცაცხვი
13. ღვია
14. თავკომბალა
15. ქაცვი
16. ბაბუაწვერა
17. შავი მურყანი
18. ფითრი
19. მრავალძარღვა
20. აბზინდა
21. ცირცელი
22. ფიჭვი
23. მატიტელა
24. ფშნის ეკალი
25. უნაბი
26. კამა
27. შვიტა
28. ხურმა
29. ვარდკაჭაჭა
30. ბეგქონდარა
31. ორკბილა
32. მოცვი
33. ქრისტესისხლა
34. ასკილი
35. ღოლო

აღწერილობა: მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა 30-60 სმ-მდე სიმაღლით, მოკლე მუქი ან შავი ფესურებით და გრძელი ცილინდრისებრი გახევებული, ქვემოთ დატოტვილი მუქი ფესვით, ღერო პირდაპირი, დატოტვილი, ჩამოშვებული ლილისფერი შეფერილობის. ყვავილები ვარდისფერი ან მოთეთროა, განლაგებულია მოკლე ყვავილსაჯდომებზე ორ-ორად ფოთოლსაფარში: ღეროების და ტოტების ბოლოებში ყვავილები შეკრულია თავთავისებურად. ნაყოფი 2-4 თესლიანი მარცვალია 7 მმ სიგრძის და 5-6 მმ სიგანის, ოვალური ან ფართეკვერცხისებრი ფორმის. ყვავილობს ივლის-აგვისტოში, ფესვებსა და ფესურებს ამზადებენ შემოდგომაზე.

ლათინური დასახელება: Ononis arvensis.

გავრცელება: იზრდება ტენიან ადგილებში, მინდვრებსა და მათ ნაპირებზე, ფერდობებზე.

სამკურნალო ნედლეული: სამკურნალო ნედლეულს წარმოადგენს ფესვები და ფესურები.

ქიმიური შემადგენლობა: ფშნის ეკლის ფესვები შეიცავს გლუკოზიდებს, ფირებს, შაქარს, მცირე რაოდენობით მთრიმლავ და სხვა ნივთიერებებს.

გამოყენება: ფშნის ეკლის ფესვები ფართოდ გამოიყენება დასავლეთ ევროპაში საქართველოში ხალხურ მედიცინაში იყენებენ როგორც შარდ-და ოფლმდენ საშუალებას, აგრეთვე თავის ტკივილების, ტანში მტვრევის და რევმატიზმების დროს. ფესვების ნახარში და სპირტული ნაყენი გამოიყენება როგორც ბუასილის სამკურნალო საშუალება.

 

 

 

 

© საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქუთაისის სამეცნიერო ცენტრი. 2003.