|
|
|
|||||
|
|
|
|||||
|
ლათინური დასახელება: Zizyphus jujuba.
სამკურნალო ნედლეული: ნაყოფები და ფოთლები ქიმიური შემადგენლობა: ნაყოფის მშრალ რბილობში არის 40%-მდე ნახშირწყლები, 5%-მეტი პროტეინი, 1,5% ქარვის და ვაშლის მჟავები, 5,8%-მდე – პექტინოვანი ნივთიერებები, 2%-ზე მეტი ფისები, 1,2% მთრიმლავი ნივთიერებები. ნაყოფები ძალიან მდიდარია ვიტამინებით (C 1100 მგ.%-მდე, P 100 მგ.%-მდე). ფოთლები აგრეთვე შეიცავს დიდი რაოდენობით ასკორბინის მჟავას. გამოყენება: ნაყოფებს მოიხმარენ უმად, მომჭნარი, გამხმარი და კონსერვირებული
სახით, იყენებენ საკონდიტრო ნაწარმოებში და სასმელებში. უძველესი დროიდან
გამოიყენება ხალხურ მედიცინაში როგორც მსუბუქი სასაქმებელი, ამოსახველებელი,
მატონიზირებელი და შარდმდენი საშუალება. ფოთლებს გააჩნია მაანესთეზირებელი
თვისებები (მათი დაღეჭვისას იკარგება სიტკბოს, სიმწარის და ა.შ. შეგრძნება).
გამოიყენება აგრეთვე ვიტამინური ჩაის დასამზადებლად. | ||||||
|
© საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქუთაისის სამეცნიერო ცენტრი. 2003. |