|
|
|
|||||
|
|
|
|||||
|
აღწერილობა: 12 მ-დე სიმაღლის ფოთოლმცვენი მცენარეა. ფოთლები დიდია, მოხაზულობით კვერცხისებრი ან მოგრძო ელიფსური, 7-16 სმ სიგრძის, კიდემთლიანი, ზემოდან მუქი-მწვანე, პრიალა, ქვემოდან უფრო ლეგა მწვანე, ორსახლიანი მცენარეა. ორი-სამი ყვავილი ჯგუფადაა განლაგებული ფოთლის იღლიაში, ყვავილები მოყვითალო ფერისაა. მომრგვალო ნაყოფი სრულ სიმწიფემდე მოყვითალო-წითელია, მწიფე კი მოშავო-მუქი, ლეგა ლურჯი ელფერით. მწიფე ნაყოფი მწკლარტეა, გადამწიფებული კი ძალიან ტკბილი და გემრიელია. ლათინური დასახელება: Diospiros lotus. სამკურნალო ნედლეული: ნაყოფები და ფოთლები ქიმიური შემადგენლობა: ნაყოფი შეიცავს 10-25% შაქრებს, პექტინოვან ნივთიერებებს, ცხიმს, ვიტამინ C-ს, კაროტინს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ფოთლები – დიდი რაოდენობით მთრიმლავ ნივთიერებებს და 3200 მგ.%-მდე C ვიტამინს. გამოყენება: ნაყოფებს ჭამენ უმად, ყინავენ, ახმობენ, იყენებენ საკონდიტრო მრეწველობაში და მედიცინაში კუჭნაწლავის დაავადებათა მკურნალობისას. ფოთლებიდან ამზადებენ ვიტამინურ ჩაის.
| ||||||
|
© საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქუთაისის სამეცნიერო ცენტრი. 2003. |