|
|
|
|||||
|
|
|
|||||
|
ლათინური დასახელება: Cichorium intybbus.
სამკურნალო ნედლეული: ვარდკაჭაჭას ფესვები და მისგან წარმოებული პრეპარატები (ნახარში, ნაყენები) ფართოდ გამოიყენება სამედიცინო და დიეტური დანიშნულებით.
გამოყენება: გამოიყენება ღვიძლის დაავადებისას, სიყვითლისას, როგორც შარდმდენი საშუალება, ელენთის გადიდებისას და ნაღვლის ბუშტში ქვების დაგროვებისას, თირკმლების დაავადებისას. ვარდკაჭაჭა ითვლება კარგ სისხლგამწმენდ და ნივთიერებათა ცვლის გამაუმჯობესებელ საშუალებად, ვარდკაჭაჭას ფესვი – ნატურალური ყავის შესანიშნავი შემცველია ან შესაძლებელია მისი ყავაში დანამატის სახით გამოყენება. ნაზი და სურნელოვანი მწვანილის მიღებისათვის სარგებლობენ ვარდკაჭაჭას სასალათე ხარისხით, ბალახს ყვავილებთან ერთად ამზადებენ ივლის-სექტემბერში და სწრაფად ახმობენ. ყველაზე უფრო ვარდკაჭაჭა გამოიყენება როგორც მწარე გემოს მისაღები აპეტიტის გამოწვევისა დვა კუჭისა და ნაწლავების მოქმედების გაუმჯობესებისათვის, გასტრიტების და კოლიტების დროს.
ხალხში დიდი ხანია ვარდკაჭაჭა მოიხმარება მომატებული ნერვული აგზნების, ისტერიის, იპოქონდრიის დროს, ჩირქოვანი ჭრილობების, წყლულების, ეგზემების მკურნალობისათვის. | ||||||
|
© საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქუთაისის სამეცნიერო ცენტრი. 2003. |