აღწერილობა:
2-10 მ სიმაღლის ხე ან ბუჩქია მოთეთრო მსხვრევადი ქერქით და
მოპირისპირედ განლაგებული კენტფრთიანი ფოთლებით და 3-7-მდე ფოთოლაკებით.
ყვავილები შეკრებილია მრავალყვავილოვან ფარებად, წვრილი, მოყვითალო-მოთეთრო
ფერის და დამახასიათებელი სურნელების, ნაყოფები კვერცხისებრი, წვნიანი
მოშავო-იისფერი მუქი-მოწითალო რბილობით, 6-8 მმ-დე დიამეტრის.
ლათინური დასახელება: Sambucus nigra.
გავრცელება: ფართოდაა გავრცელებული იმერეთში, განსაკუთრებით ჭიათურის,
საჩხერის და ბაღდათის რაიონებში, შესაძლებელია სამრეწველო დამზადება და
გადამუშავება.
სამკურნალო ნედლეული: სამკურნალო ნედლეულის სახით იყენებენ ყვავილებს,
ნაყოფებს და დიდგულას ქერქს.
ქიმიური შემადგენლობა: ყვავილები შეიცავს ოფლმდენი მოქმედების გლიკოზიდს,
ფლავონურ გლიკოზიდ რუთინს, ეთერზეთების კვალს. დიდგელის ნაყოფები შეიცავს
გლუკოზას, ფრუქტოზას, ინვერტულ შაქარს, 1,1% მჟავებს, მთრიმლავ და მღებავ
ნივთიერებებს.
გამოყენება:
დიდგულის ყვავილებს იყენებენ როგორც ოფლმდენ საშუალებას.
ნაყოფები გამოიყენება როგორც მსუბუქი საფაღარათო, ქერქს ხარშავენ და სვამენ
გაცივების დროს და როგორც შარდმდენს. გარდა ამისა, დიდგულას ნაყოფები დიდ
გამოყენებას ნახულობს კვების მრეწველობაში ნაყენების, ლიქიორების, ღვინის,
მურაბების და სხვადასხვა საკონდიტრო ნაწარმის დამზადებისას და წითელი საღებავის
წარმოებაში.
|