|
|
|
|||||
|
|
|
|||||
|
ლათინური დასახელება: Thymus serpyllum. გავრცელება: იზრდება მშრალ ადგილებში, ღორღიან ფერდობებზე და მინდვრებში, ტყეში დეკას ბუჩქების ახლოს, სილიან, კირიან და კაბჟანიან ნიადაგებზე. სამკურნალო ნედლეული: სამკურნალო ნედლეულს წარმოადგენს მოყვავილე ბალახი ქიმიური შემადგენლობა: ბექგონდარას ბალახი შეიცავს ეთერზეთს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ციმოლს და თიმოლს, რომლებიც გამოყოფენ სურნელოვან არომატს.
გამოყენება: ბეგქონდარას იყენებენ როგორც ამოსახველებელ და ხველის დამამშვიდებელ საშუალებას მწვავე და ქრონიკული ბრონქიტისას, განსაკუთრებით თუ ხველამ მიიღო სპაზმოლიტური ხასიათი. ბეგქონდარა ავლენს კარგ დამამშვიდებელ მადეზინფიცირებელ მოქმედებას ჩირქოვანი ბრონქიტისა და ბრონქების გაფართოების დროს, გამოიყენება აგრეთვე ღვინის, საფენების, კომპრესების არომატიზირებისათვის. მცენარე ფართოდ გამოიყენება ხალხურ მედიცინაში, ხშირად სხვა სამკურნალო ბალახებთან ერთად. | ||||||
|
© საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქუთაისის სამეცნიერო ცენტრი. 2003. |