|
|
|
|||||
|
|
|
|||||
|
ლათინური დასახელება: . გავრცელება: იზრდება იმერეთის მაღალმთიან რაიონებში (ხონი, ჭიათურა, წყალტუბო, ვანი, ტყიბული), შეიძლება ნედლეულის დამზადება სამრეწველო მიზნებისათვის. სამკურნალო ნედლეული: კენკრა და ფოთლები ქიმიური შემადგენლობა: მოცვის ნაყოფებში არის მთრიმლავი ნივთიერებები, ლერწმის შაქარი, ლიმონის და ვაშლის მჟავები, ვიტამინი C, ფოთლებში – განსაკუთრებული ნივთიერება – მირტილინი, რომელიც ხელს უწყობს შაქრის შემცირებას სისხლსა და შარდში. გამოყენება: რეკომენდირებულია შაქრის დიაბეტის სამკურნალოდ, მოცვის ნახარში
და ნაყენი გამოიყენება ბავშვებში კუჭაშლილობის სამკურნალოდ და ენტეროკოლიტების
დროს მოზრდილებში. გარდა ამისა, მოცვის კენკრას აქვს ფართო გამოყენება კვების
მრეწველობაში ლიქიორ-ჩამომსხმელ და საკონდიტრო ნაწარმის დამზადებისათვის და
ნატურალური წითელი საღებავის მიღებისათვის. | ||||||
|
© საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქუთაისის სამეცნიერო ცენტრი. 2003. |