|
|
|
|||||
|
|
|
|||||
|
ლათინური დასახელება: Jugans regia. გავრცელება:
ფართო, ყველგან
სამკურნალო ნედლეული: უმწიფარი ნაყოფი და ფოთლები. ქიმიური შემადგენლობა: კაკლის უმწიფარი წვრილი ნაყოფები მდიდარია C-ვიტამინით, ფოთლებში C-ვიტამინის რაოდენობა განვითარებასთან ერთად თანდათანობით მატულობს და მაქსიმუმს აღწევს ვეგეტაციის შუა პერიოდში. ფოთლების მთავარ ღირსებას შეადგენს კაროტინის დიდი რაოდენობა. გარდა ამისა აღმოჩენილია B1 ვიტამინი, მთრიმლავი ნივთიერებები და მღებავი ნივთიერება იუგლონი, რომელსაც გააჩნია ბაქტერიოციდული მოქმედება, ეთერზეთების კვალი.
| ||||||
|
© საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქუთაისის სამეცნიერო ცენტრი. 2003. |