ავტორები English 3 4 Русский *
1.  არყი
2.  კუნელი
3.  დიდგულა
4.  კაკალი
5.  მუხა
6.  მაყვალი
7.  მარწყვი
8.  ლეღვი
9.  ჭინჭარი
10. ხბოშუბლა
11. წყავი
12. ცაცხვი
13. ღვია
14. თავკომბალა
15. ქაცვი
16. ბაბუაწვერა
17. შავი მურყანი
18. ფითრი
19. მრავალძარღვა
20. აბზინდა
21. ცირცელი
22. ფიჭვი
23. მატიტელა
24. ფშნის ეკალი
25. უნაბი
26. კამა
27. შვიტა
28. ხურმა
29. ვარდკაჭაჭა
30. ბეგქონდარა
31. ორკბილა
32. მოცვი
33. ქრისტესისხლა
34. ასკილი
35. ღოლო

აღწერილობა: 40 მ-მდე სიმაღლის ხეა, იშვიათად ბუჩქი. ფოთოლმცვენი, მოვერცხლისფრო-ნაცრისფერი ან მუქი-წენგოსფერი ქერქით, მორიგეობით განლაგებული მოკლეყურწიანი, შიშველი, პრიალა, ფრთისებრდანაკვთული ფოთლებით, ერთსქესიანი ყვავილებითა და ერთსახლიანი ნაყოფით (რკო). მერქანი მძიმე და მაგარია, გამოიყენება სამშენებლო და სადურგლო ნაკეთობებისათვის.

ლათინური დასახელება: Qerqus.

გავრცელება: ფართო, ვრცელი

სამკურნალო ნედლეული: მუხის ქერქი

ქიმიური შემადგენლობა: მუხის ქერქი შეიცავს საშუალოდ 10-11% ტანიდებს, განსაკუთრებულ შაქარს – ქვერტიტს, ნახშირწყალ ლევულინს, პექტინოვან ნივთიერებებს და 4-6% ნახარს.

გამოყენება: მუხის ქერქი გამოიყენება ნაყენებში, როგორც შემკვრელი საშუალება, ნახარში შეიძლება მიღებულ იქნას როგორც საშუალება ალკალოიდებითა და მძიმე მეტალების (სპილენძი, ტყვია და სხვა) მარილებით მოწამვლისას. ცნობილია მუხის ქერქის ნახარშის გამოყენება პირში გამოსავლებად, ტანზე გადასავლებად და აბაზანებში.

 

 

 

© საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქუთაისის სამეცნიერო ცენტრი. 2003.