ავტორები English 3 4 Русский *
1.  არყი
2.  კუნელი
3.  დიდგულა
4.  კაკალი
5.  მუხა
6.  მაყვალი
7.  მარწყვი
8.  ლეღვი
9.  ჭინჭარი
10. ხბოშუბლა
11. წყავი
12. ცაცხვი
13. ღვია
14. თავკომბალა
15. ქაცვი
16. ბაბუაწვერა
17. შავი მურყანი
18. ფითრი
19. მრავალძარღვა
20. აბზინდა
21. ცირცელი
22. ფიჭვი
23. მატიტელა
24. ფშნის ეკალი
25. უნაბი
26. კამა
27. შვიტა
28. ხურმა
29. ვარდკაჭაჭა
30. ბეგქონდარა
31. ორკბილა
32. მოცვი
33. ქრისტესისხლა
34. ასკილი
35. ღოლო

აღწერილობა: 0,9-2 მ-მდე სიმაღლის ბუჩქოვანი მცენარეა, სწორი ეკლიანი ყლორტებით ერთწლიანი ვეგეტატიური და ორწლიანი გახევებული ღეროებით. ფოთლები მორიგეობითაა, სამჯერდანასკვული თანაფოთლებით. ყვავილები შეკრებილია ფარისებურ ყვავილედებში, დაახლოებით 3 სმ დიამეტრისა, მრავალრიცხოვანი მტვრიანა და ზედანასკვიანი ბუტკოები აქვს. ნაყოფი შედგენილია ცალკეული მრავალკურკიანი მარცვლებისაგან 3 სმ-მდე სიგრძით და 2 სმ-მდე დიამეტრით, შავი ფერისაა ნაცარა ნაფიფქით.

ლათინური დასახელება: Rubus fruticous.

გავრცელება: ვრცელი, ყველგან.

სამკურნალო ნედლეული: ნაყოფები, ვეგეტაციური ფოთლები

ქიმიური შემადგენლობა: ნაყოფები შეიცავს 8%-მდე შაქრებს (ძირითადად გლუკოზასა და ფრუქტოზას), 1,8%-მდე პექტინოვან ნივთიერებებს, 1,4%-მდე მჟავებს, რომელთა შორის ჭარბობს ლიმონმჟავა, A და C ვიტამინებს, თესლში – 12%-ზე მეტი ცხიმოვანი ზეთებია.

მაყვლის ფოთლები მდიდარია მთრიმლავი ნივთიერებებით (22-24%-მდე), რომლებიც შედგებიან ძირითადად ლიეკოანტოციანიდებისა და ფლავონოლებისაგან. შეიცავს C-ვიტამინს, ამინომჟავებს და მინერალურ ნივთიერებებს.

გამოყენება: ნაყოფები საკვებად გამოიყენება ნედლი სახით ან მას ამუშავებენ მურაბებად, ჯემებად, მარმელადად, კომპოტებად, წვენებად, ღვინოდ, ფოთლების ჩაის შესანიშნავი სუროგატია. ხალხურ მედიცინაში მაყვლის ჩაი ფართოდ გამოიყენება, როგორც ეფექტური საშუალება კუჭნაწლავის სხვადასხვა დაავადებების, გაცივების, კოლიტების დიაბეტის, სხვადასხვა მძიმე მეტალებით მოწამვლების, სისხლის აღდგენის ანემიის და ა.შ. დროს.

 

 

© საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქუთაისის სამეცნიერო ცენტრი. 2003.