|
|
|
|||||
|
|
|
|||||
|
ლათინური დასახელება: Fragaria vesca.
სამკურნალო ნედლეული: მცენარე მთლიანად. ქიმიური შემადგენლობა: ტყის მარწყვის ნაყოფი შეიცავს ვაშლის, ლიმონის, ქინის მჟავებს, შაქარს, ეთერზეთებს, რკინას, C-ვიტამინს. ფოთლებსა და ფესურებში არის მთრიმლავი ნივთიერებები. გამოყენება:
სამკურნალო მიზნით ძირითადად იყენებენ ტყის მარწყვის ნაყოფებს,
მაგრამ სასარგებლოა აგრეთვვე ფოთლებიც და ფესურებიც. ნედლ ნაყოფს ხმარობენ
როგორც კარგ დიეტურ პროდუქტს, აგრეთვე სისხლნაკლებობისას, მძიმე დაავადების
გადატანის შემდგომ პერიოდში, ავიტამინოზისას. გამხმარი ნაყოფი დიდი ხანია
გამოიყენება ხალხურ მედიცინაში ცხელი ნაყენის სახით როგორც შარდმდენი და
ოფლმდენი საშუალება, აგრეთვე ციებ-ცხელების, თირკმლებისა და ღვიძლის სხვადასხვა
დაავადებებისას. ტყის მარწყვის ფოთლებსა და ფესურებს ჩაის სახით მოიხმარენ
როგორც შარდმდენ, მთრიმლავ და ვიტამინურ საშუალებას.
| ||||||
|
© საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქუთაისის სამეცნიერო ცენტრი. 2003. |