აღწერილობა:
15-20 მ-მდე სიმაღლის მრავალწლიანი ხეა, ცოცხლობს 150-200 წელს,
ფოთლები 3-5 ფრთიანია 15-25 სმ-მდე სიგრძის, ჩვეულებრივ ზემოდან მუქი-მწვანე
ხაოიანია, ქვემოდან გლუვია.
ლათინური დასახელება: Ficus carica.
გავრცელება: იმერეთში ლეღვი გავრცელებულია როგორც ველურად, ისე კულტურული
სახით
სამკურნელო ნედლეული: სამკურნალო მიზნით იყენებენ ლეღვის ნაყოფს. ის
ამცირებს სისხლში შაქრის შემცველობას.
ქიმიური შემადგენლობა: ლეღვის ახალი ნაყოფები მდიდარია ასკორბინის მჟავით,
B1 და B2 ვიტამინებით, კაროტინებით, მინერალური ნივთიერებებით (კალიუმი,
კალციუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, რკინა). შეიცავს აგრეთვე პექტინოვან
ნივთიერებებს, უჯრედანას, 1%-მდე თავისუფალ მჟავებს, გამშრალი ნაყოფები
გამოირჩევიან მაღალი კალორიულობით და შეიცავენ 70%-მდე შაქრებს.
გამოყენება: ლეღვი სასარგებლოა გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებისას. მას
იყენებენ ვენური უკმარობის, თრომბოზების მიმართ მიდრეკილების, ანემიის დროს.
ლეღვს ხმარობენ საჭმლის მონელების გაუმჯობესებისათვის და როგორიც მსუბუქ
საფაღარათო საშუალების სახით, ფართოდაა ცნობილი ლეღვის შარდმდენი და ოფლმდენი
თვისებები, დადგენილია, რომ ლეღვის წვენის რძიანას ფერმენტი – ფიტინი მთლიანად
სპობს ფიბრონოგენს სისხლში და ფიბრინს. სამკურნალოდ მოხმარებისათვის ლეღვის
უმწიფარი ნაყოფიდან გამოწურავენ მხოლოდ და მხოლოდ 2-3 წვვეთ წვენს.
|