|
||||||
|
|
|
|||||
|
სოლომონ კოსტავა. დაბადებული 1961წ. 1984 წელს დაამთავრა ქ. ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი ფიზიკის სპეციალობა. 1984-1994 წწ. მუშაობდა ამავე ინსტიტუტის ფიზიკის კათედრაზე. 1994 წლიდან მუშაობს საქართველოს მეცნიერებავა აკადემიის ქუთაისის სამეცნიერო ცენტრის ინოვაციური კვების პროდუქტებისა და ბიოპრეპარატების ლაბორატორიაში მეცნიერთანამშრომლად. აქვს 15 სამეცნიერო ნაშრომი. მათ შორის 4 გამოგონება და პატენტი. 1990-1991 წწ. მონაწილეობდა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე კატასტროფის შედეგების ლიკვიდაციის ტრანსნაციონალური სახელმწიფო პროგრამის სამეცნიერო-კვლევის სამუშაოებში. შედეგად შექმნილ იქნა ანტირადიანტული მოქმედების კვებითი საშუალება-ბალზამი, რომელიც დანერგილია უკრაინასა და ბელორუსიაში. სამუშაო თემატიკა მოიცავს მაღალი ბიოლოგიური ღირსების მაღალეფექტური
სამკურნალო-პროფილაქტიკური მოქმედების პროდუქტების შემუშავებასა და შექმნას
ადგილობრივი ნედლეულის ბაზაზე. რევაზ მელქაძე დაბადებული 1950 წ. 1972 წელს დაამთავრა საქართველოს სუპტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი (ქ. სოხუმი)კვების პროდუქტების ინჟინერ-ტექნოლოგიის სპეციალობითჰ ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი. 1974-1994წწ. მუშაობდა ჩაის მრეწველობის საკავშირო სამეცნიერო-კვლევის ინსტიტუტში (დაბა ანასეული) უმცროს მეცნიერ-თანამშრომლიდან ლაბორატორიის გამგის თანამდებობებზე. 1994 წლიდან მუშაობს საქართველოს მეცნიერებავა აკადემიის ქუთაისის სამეცნიერო ცენტრის ინოვაციური კვების პროდუქტებისა და ბიოპრეპარატების ლაბორატორიის ხელმძღვანელად. აქვს 150-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 80-მდე გამოგონება და პატენტი. 1987-1991წწ. მონაწილეობდა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე კატასტროფის შედეგების ლიკვიდაციის ტრანსნაციონალური სახელმწიფო პროგრამის სამეცნიერო-კვლევის სამუშაოებში. შედეგად 1987-1995წლებში შექმნილ იქნა ანტირადიანტული მოქმედების კვებითი საშუალება-ბალზამი, რომელიც დანერგილია უკრაინასა და ბელორუსიაში. სამუშაო თემატიკა მოიცავს მაღალი ბიოლოგიური ღირსების მაღალეფექტური სამკურნალო-პროფილაქტიკური მოქმედების პროდუქტების შემუშავებასა და შექმნას ადგილობრივი ნედლეულის ბაზაზე.
| ||||||
|
© საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქუთაისის სამეცნიერო ცენტრი. 2003. |